„ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…“ – ნინო წილოსანი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე
ნინო წილოსანი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ასე ეხმაურება:
„ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…
იმედი მაქვს გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა.“