თეგებით ძიება

პარლამენტთან ნაძვის ხეს აწყობენ

რუსთაველზე ნაძვის ხეს აწყობენ. "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა ნაძვის ხის აწყობა გამთენიისას, მას შემდეგ დაიწყეს, რაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

ცნობისთვის, პარასკევს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ნაძვის ხე აუცილებლად დაიდგმებოდა. მისივე თქმით, "კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს".

შეგახსენებთ, აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე ათი დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ძალადობის შედეგად დაშავებულია ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპერატორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა