„ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია - გმირი ვიცით ჩვენ ანწუხელიძე" - რეფორმერ ფიტნესი
რეფორმერ ფიტნესი დარბაზში პოლიციელების მიღებაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება ფიტნეს დარბაზის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
"სანამ პოლიცია ამ ძალადობრივი სისტემის მსახურია, სანამ კრიმინალი დათარეშობს, უსწორდება ჩვენს თანამოქალაქეებს და პოლიციელი ამას უყურებს მშვიდად, უმოქმედოდ ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია და ვერ ისარგებლებს ჩვენი სერვისებით. თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი შეგიძლია აღარ მოხვიდე სავარჯიშოდ... გმირი ვიცით ჩვენ ანწუხელიძე", - წერს რეფორმერ ფიტნესი.