მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო - გიორგი ვაშაძე
მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთი რანგის შეხვედრაზე წარმოადგინა - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, „ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს“.
„სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“. ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს. ბიძინა ივანიშვილსა და ასადს შორის განსხვავება არ არის. ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს და პროპაგანდისტულმა არხებმა, რომელიც ათას სიყალბეს ავრცელებს.
მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთი რანგის შეხვედრაზე წარმოადგინა“, - აღნიშნა ვაშაძემ.