თეგებით ძიება

„ვისაც თავის არეში გაქვთ დაზიანებები, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომსაც კი“ - ექიმი საზოგადოებას მიმართავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი  საზოგადოებას მიმართავს და აფრთხილებს, რომ ვისაც თავის არეში დაზიანებები აღენიშნება ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომს.

„გთხოვთ გაითვალისწინეთ!

ვისაც თავის არეში გაქვთ დაზიანებები, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომს, რადგან ქალასშიდა სისხლდენებს ხშირად ახასიათებს ეგრეთ წოდებული “ლუციდური პერიოდი”, ანუ ნათელი პერიოდი, როცა პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ სინამდვილეში სისხლდენა გრძელდება და როცა ისეთი ზომისაა რომ თავის ტვინის სტრუქტურებს მექანიკურად დააწვება უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება ექიმს რეაგირებისთვის.

თავის არეში მიყენებული სერიოზული ტრავმა არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ. აუცილებლად მოითხოვეთ ექიმის ყურადღება, რათა ზუსტად შეფასდეს დაზიანების ხარისხი და რისკები,“ – წერს ნანა გეგეჭკორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა