თეგებით ძიება

ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავი, დიდი ალბათობით, ჩამოაგდეს - Reuters

დიდი ალბათობით, სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ს ორი სირიული წყაროდან მიაწოდეს ინფორმაცია.

მათი თქმით, რადარებიდან ასადის თვითმფრინავის გაქრობის მიზეზი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. „ის რადარიდან გაუჩინარდა. შესაძლებელია ტრანსპონდერი გამორთული იყოს, მაგრამ დიდი ალბათობით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.

წყაროები არ ასახელებენ დეტალებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო.

8 დეკემბერს დილით, Reuters-მა სირიის არმიის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ასადი თვითმფრინავში ავიდა და დამასკოდან გაურკვეველი მიმართულებით აფრინდა.

Flightradar 24-ის სამსახურის ცნობით, აფრენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითმფრინავი ასადთან ერთად რადარებიდან გაქრა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა