თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ! - გიორგი კვირიკაშვილი
ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
მისივე თქმით, თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება „სრულიად სხვაგვარი ქვეყანა იქნება“.
„ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება; და სულ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, არც აგრესიის ობიექტი ჟურნალისტების დამოუკიდებლობის ხარისხს და არც ამა თუ იმ პოლიტიკოსის დამოკიდებულებას დაზიანებული ჟურნალისტების მიმართ.
თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!“, - წერს კვირიკაშვილი.