თეგებით ძიება

გორში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

გორში, შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის პოლიციის შენობასთან, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებსა და თავდასხმებს აპროტესტებენ. რეგიონში მომუშავე თითქმის ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტმა და ოპერატორმა, სიმბოლურად პოლიციის შენობასთან კამერები, მიკროფონები და ტელეფონები დადეს და ძალადობის ფაქტების დროულად გამოძიება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ კოლეგებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, ძალადობის ფაქტები დროულად გამოიძიოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა