რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა - მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თბილისის მთავარ ნაძვის ხეზე, რომელსაც დედაქალაქის მერია პარლამენტის წინ დილიდან ამონტაჟებს, საპროტესტო აქციაზე დაშავებულების ფოტოებს ამაგრებენ.
დემონსტრანტებს გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები კვლავ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.