პოლიცია მომადგა სახლში, რაღაც უწყება უნდა გადმოგცეთო - გიორგი ვაშაძე
"პოლიცია მომადგა სახლში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს და ლაივ ვიდეოს აზიარებს.
"მოკლედ ახლა მოვიდნენ რაღაც უწყება უნდა გადმოგცეთო. მეგობრებო ვიბრძვით ბოლომდე, ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ადამიანებს ბოდიში ექნებათ ყველას საჯაროდ მოსახდელი იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ყველა ახალგაზრდას დავიცავთ, ყველას უფლებებს დავიცავთ და ყველანი ვიქნებით ერთიანები. რეჟიმი სუსტდება, რეჟიმი მარტივად დასამარცხებელია. წინ ერთიანობით.
დღეს, ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე და ჩვენ აუცილებლად გამარჯვებას მივაღწევთ, რაც არ უნდა ესე 37 წელივით ესე სახლებში მოგვადგნენ და კარებზე გვადგებოდნენ ვერაფერს ვერ იზამენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიბრძოლოთ ყველამ ერთად გამარჯვებისთვის და დარწმუნებული ვარ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
სამწუხაროა, რომ კრიმინალური პოლიცია ნამდვილ კრიმინალებს არ ებრძვის. სამწუხაროა, რომ კრიმინალური პოლიცია ებრძვის მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებს..." - ამბობს გიორგი ვაშაძე.