თავისუფალმა თეატრმა 10-14 დეკემბრის სპექტაკლები იანვრის ბოლომდე გადადო
თავისუფალმა თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლები გადადო. თეატრი აღნიშნავს, რომ მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია.
"ვისაც შეძენილი გაქვთ ბილეთები სპექტაკლებზე, რომლებიც მოიხსნა, შეგიძლიათ, მობრძანდეთ შემდეგ თარიღებზე:
10 დეკემბრის “ჯინსების თაობა” - 28 იანვარი.
11 დეკემბრის “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს” - 18 იანვარი
12 დეკემბრის “სხვების ცხოვრება” - 29 იანვარი
13 დეკემბრის “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” - 25 იანვარი
14 დეკემბრის “თეთრი ვარდები” - 26 იანვარი
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიწეროთ tkt.ge -ს და biletebi.ge და დააბრუნოთ ბილეთი. სალაროში ნაყიდი ბილეთის შემთხვევაში, მობრძანდით თეატრში.
იანვრის აფიშა, ბილეთების გაყიდვამდე წინასწარ დაანონსდება ჩვენს გვერდზე" - წერს თავისუფალი თეატრი.