რუსული მედიის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში იმყოფებიან
რუსული სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ბაშარ ასადი მოსკოვშია.
მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
რუსული მედია კრემლის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასადს და მის ოჯახს რუსეთმა თავშესაფარი მიანიჭა.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.