თეგებით ძიება

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ

რუსთაველის გამზირზე უკვე მე-11 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ და ტერიტორიაზე განლაგდნენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ტერიტორიაზე სიმშვიდეა და აქციის მონაწილეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტის მთავარი მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - სასწრაფოდ დაისაჯონ მოძალადეები და გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა