„ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან“ - ნინო ქადაგიძე-ჟვანია
დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა - 61 წელი შეუსრულდებოდა. პოლიტიკოსის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:
„ზურაბ ჟვანიამ "წინანდლის პრემია", ახალგაზრდების მხარდასაჭერად დააფუძნა. დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან, საქართველოს დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის გზაზე. იქ, სადაც ამ პრემიის ლაურეატთა და მონაწილეთა უმრავლესობა დგას.
დღეს, ზურას დაბადების დღეა. ხვალ კი გამოვლინდებიან 2024 წლის "წინანდლის პრემიის" ლაურეატები. საზეიმო დაჯილდოება, რეალობიდან გამომდინარე, არ შედგება".