თეგებით ძიება

"სალომე ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად, ეკონომ სავარძელზე... მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა" - რას წერენ მოქალაქეები, რომლებმაც პრეზიდენტთან ერთად იმგზავრეს

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და. რო­გორც გა­ირ­კვა სამ­შობ­ლო­ში წა­მოს­ვლი­სას პრე­ზი­დენ­ტმა ეკო­ნომ კლა­სის თვითმფრი­ნა­ვით იმ­გზავ­რა.

ფო­ტოს თვითმფრი­ნა­ვი­დან, დი­ჯეი, არ­ტის­ტი Hamatsuki აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მოფ­რი­ნავ­და ჩემ­თან ერ­თად ჩვე­უ­ლებ­რივ ეკო­ნომ სა­ვარ­ძელ­ზე სტამ­ბუ­ლი­დან მთე­ლი თვითმფრი­ნა­ვი ტაშს უკ­რავ­და და მად­ლო­ბას ეუბ­ნე­ბო­და. თუნ­დაც ეს პა­ტა­რა დე­ტა­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რს ამ­ბობს. იმე­დია კარ­გი ნი­უ­სე­ბით ჩა­მო­ვი­და..." - წერს Instagram-ზე Hamatsuki.

"არც ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სია და არც სპეც. რო­გორც მი­ნი­მუმ ბიზ­ნეს კლა­სიც არ არის! ხე­დავთ ხომ ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს ეკო­ნომ კლას­ში?! ზოგ-ზო­გი­ერ­თე­ბი (უკე­თაც შე­იძ­ლე­ბა მათი მოხ­სე­ნი­ე­ბა) მო­გა­გონ­დე­ბო­დათ ალ­ბათ...

არც იმ ზო­გი­ერთს ჰგავს (ჯვა­რიც ეწე­როს) ბრო­ნი­რე­ბუ­ლი დუშ-კა­ბი­ნით რომ მოძ­რა­ობს. ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჯენ­ზის და მი­ლე­ნი­ა­ლე­ბის შეხ­ვედ­რა ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენ­ტთან, იმ­დე­ნი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი და­იღ­ვა­რა, იმ­ხე­ლა პა­ტი­ვის­ცე­მა იგ­რძნო­ბო­და, რომ გაჩ­ნდა იმე­დი გა­დარ­ჩე­ნის, გა­მარ­ჯვე­ბის! მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო" - წერს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე "მოგ­ზა­ურ­თა კლუ­ბის" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, ხან­ძრის შემ­დეგ აღ­დგე­ნი­ლი პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის გახ­სნას და­ეს­წრო. პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი და სხვა მა­ღა­ლი რან­გის რან­გის პი­რე­ბი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა