„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ავიდნენ კონსტრუქციაზე...“ - თბილისის მერია
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერიის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.
„მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.