ზურაბ ადეიშვილს უნგრეთმა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა
ზურაბ ადეიშვილს უნგრეთმა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2-მა" მოიპოვა წერილი, რომელშიც უნგრეთის პოლიციის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეების სამმართველო წერს, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს პოლიტიკური დევნილის სტატუსი 2024 წლის 4 ოქტომბერს მოუხსნეს.
ამავე წერილის მიხედვით, უნგრეთის მთავრობისთვის ზურაბ ადეიშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.