"გორგია" განცხადებას ავრცელებს და ბრალდებებს პასუხობს
ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" განცხადებას ავრცელებს.
"გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია.
მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია.
ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია" - ნათქვამია "გორგია"-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, "გორგიას" თანამშრომელმა, გიორგი რომელაშვილმა, რომელიც სამსახურიდან წამოვიდა, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "მაღაზიამ მომხმარებელს სათვალეები და ნიღბები გადაუმალა".