თეგებით ძიება

"არ აგარევინებთ!" - ირაკლი ზარქუა

მცდე­ლო­ბა, გეგ­მა უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ აქ „ნაც­მა­ი­და­ნი“ მო­ა­წყონ, რაც არ გა­მოს­დით და არც გა­მო­უ­ვათ, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მან ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს „უსამ­შობ­ლო­ე­ბი“ უწო­და, რო­მელ­თა მი­ზა­ნი, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას აზ­რით, ქვეყ­ნის არე­ვაა.

„რა­ტომ ვე­ძა­ხით მათ „უსამ­შობ­ლო­ებს“? და­ე­წყვნენ ეს ე.წ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ბო­კუ­ჩა­ვე­ბი, ვა­შა­ძე­ე­ბი, „გირ­ჩი“ ჩახ­დი­ლი ჯა­ფა­რი­ძე და ეს უსამ­შობ­ლო­ე­ბი, ევ­რო­კავ­შირს მი­მარ­თეს, ჩვენს ქვე­ყა­ნას იქ­ნებ შე­უ­წყვი­ტოთ უვი­ზო მი­მოს­ვლა, იქ­ნებ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი წა­არ­თვა­თო, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა იქ­ნებ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაბ­ლო­კო­თო. ესე­ნი არი­ან უსამ­შობ­ლო­ე­ბი და მათ­გან რას უნდა ვე­ლო­დოთ? არა­ფერს. ისევ მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რომ რა­მე­ნა­ი­რად ეს ქვე­ყა­ნა გა­წი­რონ, „გა­ა­შა­ვონ“, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო რა­მე­ნა­ი­რად უკან და­ხი­ონ. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ამას აკე­თე­ბენ. არ გახ­სოვთ სა­მა­დაშ­ვი­ლი რომ წერ­და ბრი­უ­სელ­ში შეხ­ვედ­რებ­ზე, სტა­ტუ­სი არ მის­ცეთ, თო­რემ მერე არ­ჩევ­ნებ­ში ვერ და­ვა­მარ­ცხებ­თო? ეს არის ქალ­ბა­ტო­ნი სა­მა­დაშ­ვი­ლი, ხომ იცით, რო­მე­ლიც არის? ხელ­მო­ცა­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი. აი, ასე­თე­ბი გვყავს, ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, ასე­ვე, ეკო­ნო­მი­კა­ში. ვა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კა ჰქონ­და 2012 წლამ­დე ჩვენს ქვე­ყა­ნას, ახლა 28 მი­ლი­არ­დი­ან ბი­უ­ჯეტს ვამ­ტკი­ცებთ ამ კვი­რა­ში. ეს მოხ­მარ­დე­ბა ჩვენს ახალ­გაზ­რდებს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და ქვეყ­ნის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია ოპო­ზი­ცი­ის ინ­ტე­რე­სებ­შია.

“სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია და და­ძაბ­ვა, ეს არის სწო­რედ ამ უსამ­შობ­ლო­ე­ბის, ამ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში, „პატ­რო­ნე­ბის“ დაკ­ვე­თით, რომ აქ იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად გა­ვარ­დეს ტყვია. აი, ეს არის მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რომ ქა­ო­სი იყოს და ამას მოჰ­ყვეს შემ­დეგ ე.წ. „ნაც­მა­ი­და­ნი“ და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა. ვერ ეღირ­სე­ბით! არ აგა­რე­ვი­ნებთ! გა­მო­რი­ცხუ­ლია!. თქვენ­ნა­ი­რი უსამ­შობ­ლო­ე­ბის გზა არის ერთი-პო­ლი­ტი­კურ მო­უ­სავ­ლეთ­ში და სწო­რედ ამ პრო­ცესს ად­გა­ხართ ახლა. სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა და ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა