კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მოვიდნენ კერძო ტელეკომპანიასთან. მათ ახლა არ აქვთ ძალა, როცა ჰქონდათ, გვახსოვს როგორ მიიტაცეს კერძო ტელეკომპანია - ირაკლი ჩიხლაძე
მაინტერესებს, ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს მეგაფონებით მოვიდნენ კერძო ტელეკომპანიასთან, არ შერცხვათ? ამ არხის თანამშრომლებზე ზეწოლა, ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება არცერთ მათგანს დაუგმია და რას ითხოვენ ჩვენგან?!, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჩიხლაძემ.
„ისტორიის ნათელ მხარეს გახლავართ ჩვენ და ვართ ყველა ის ადამიანი, ვისაც არ გვეშინია და ძალიან ღიად ვყვებით ამბებს ყოველგვარი შელამაზებისა და მიკერძოების გარეშე. რადიკალიზმი ისტორიის სწორ მხარეს დგომას არ ნიშნავს. რადიკალიზმი არ არის ისტორიის სწორი მხარე. რაც შეეხება აქციას, ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მოვიდნენ კერძო ტელეკომპანიასთან, უპრეცედენტო ამბავია - ითხოვენ სატელევიზიო პოლიტიკის შეცვლას. მათი მოთხოვნა უკვე ყველაფერზე მეტყველებს. მათ არ აქვთ ძალა, როცა ჰქონდათ და როცა იყვნენ ხელისუფლებაში ჩვენ გვახსოვს 2007 წელი, როგორ შემოვიდნენ, დაარბიეს ძალით კერძო ტელეკომპანია და შემდეგ მიიტაცეს, წლების განმავლობაში მათ განკარგულებაში იყო. ახლა რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ, ცდილობენ ბულინგს, ზეწოლას, შანტაჟს, რაც არ მუშაობს, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან. მართლა მაინტერესებს, ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს მეგაფონებით მოვიდნენ კერძო ტელეკომპანიასთან, არ შერცხვათ? ამ არხის თანამშრომლებზე ზეწოლა, ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება არცერთ მათგანს დაუგმია და რას ითხოვენ ჩვენგან?“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
ტელეკომპანია „იმედთან“ გახარიას პარტიის წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კერძო კომპანია „იმედს“ მოსთხოვეს ღია ეთერი დაუთმოს.