"ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ... თურქეთის მოქალაქეები არიან" - ხელვაჩაურში ოთხი ადამიანი მოკლეს
ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. ambebi.ge-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლულია ოთხი პირი. აღნიშნული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან.
ადგილობრივების ცნობით, ურთიერთშელაპარაკება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები ხელვაჩაურში ქირით ცხოვრობდნენ.
“ხელვაჩაურში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ფაქტი მოხდა, საერთო ბიზნესი და წილები ვერ გაიყვეს უთანხმოება მოუვიდათ, ბიზნესის გამო, ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა მკვლელობა”, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ცნობებით, მომხდართან დაკავშირებით არის დაკავებულიც.