თეგებით ძიება

ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა აქეთ ვალს გვდებენ - ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა აქეთ ვალს გვდებენ. იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწევთ მოთმენა იმ ადამიანების განცხადებების, რომლებიც „ისევ რუსული პროპაგანდის ენით ესაუბრებიან“.

„2012 წლიდან დღემდე, 12 წელია, რუსული რეჟიმი, მწამებელი ივანიშვილი „ნაციონალებს“ დევნის, აპატიმრებს, სცემს, სახლებში უვარდება, უწყობს პროვოკაციებს. ჩვენი 10 000-ზე მეტი მხარდამჭერი პროკურატურაში ატარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით წევრს წლები ციხეში გაატარებინეს, ათასობით ჩვენი მხარდამჭერი ადმინისტრაციული წესით მრავალჯერ დაუპატიმრებიათ, დაუჯარიმებიათ, ათასობით ადამიანს ანგარიშები დაუყადაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყნიდან ემიგრაციაში გააქციეს და მიუხედავად ამისა, ამ პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და გუნდს უკან არასდროს დაუხევია, არცერთი წამით არ ჩამოუშვია ხელები და 2012 წლის პირველ ოქტომბრიდან უკომპრომისო ბრძოლაშია რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვიილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ნატანჯმა ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება, ბულინგი გადაიტანა და მაინც ყველაზე მხნედ დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“.

„ახლაც ყველაზე ღირსეულად და მოთმინებით იტანს უსამართლობას, თავმდაბლურად ატარებს ივანიშვილის სტილში ყველა ნასაუბრებს თუ ცილისწამებას. ცოტა უხერხულია, ორი დღეა, რომ ოპოზიციაში არიან და ორი დღეა, რომ რეჟიმს „დაეჯახნენ“, ასეთი „პოლიტიკოსებისგან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება. ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე. ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა აქეთ ვალს გვდებენ. იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ ცოტა ხნით და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით?! თავმდაბალი, ყველაფრის მნახველი ადამიანები არიან „ნაციონალები“ და ვამაყობ თითოეული ამ ადამიანით. ბოდიშს გიხდით მათ მაგივრად, ვინც ისევ რუსული პროპაგანდის ენით გესაუბრებათ და ისევ თქვენ გიწევთ თმენა და თავშეკავება. არასდროს დაგვიყენებია ჩვენი ინტერესი ქვეყნისაზე მაღლა, ჰოდა, ახლაც ასე გავაგრძელებთ მუხლჩაუხრელად ბრძოლას და შრომას. ისევ ჩვენ მოვითმენთ და ისევ საერთო, საქვეყნო საქმისთვის. გამხნევდით, ჩემო ღირსეულო თანამებრძოლებო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა