თეგებით ძიება

მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის შეხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი "შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტებს“.

ამას­თან, ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის "ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ევ­რო­კავ­ში­რის მხა­რეს­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას”.

"კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ერ­თგუ­ლია და მზა­დაა იმუ­შა­ოს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა მო­ემ­ზა­დოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის.

ხაზი გა­ეს­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­დაჭ­რის და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

თა­ვის მხრივ, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა და­ა­ფიქ­სი­რა შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ გა­მო­ით­ქვა წუ­ხი­ლი, რომ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სის შექ­მნას 2020 წლის მსგავ­სად.

ხაზი გა­ეს­ვა მხა­რე­ებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე დი­ა­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბას”, - ნათ­ქვა­მია ინორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა