ბიძინა ივანიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაეთანხმა. საკითხს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება, ოპოზიციაც და პრეზიდენტიც აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.