თეგებით ძიება

"მოწოდება, „გაიფიცე“, "წამოდი სამსახურიდან“ რას ემსახურება? - ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას?!“ - რას წერს "ჩცდ“-ს მსახიობი ქეთი წიქვაძე?

მსახიობი, ქეთი წიქვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"თანადგომის,სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია,თუ ეს არ ცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის ბულინგში და ძალადობაში..

მაგრააააამ!

მოწოდება,- "გაიფიცე",-"წამოდი სამსახურიდან"....-ეს რას ემსახურება?

ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას?

რომელიმე თქვენგანი იღებთ პასუხისმგებლობას,რომ მაგალითად სატრანსპორტო მძღოლების, ან სანიტარული მომსახურეობის თანამშრომლების ოჯახებს აჭმევთ და მათ შვილებს უზრუნველყობთ?

შემდეგ რას პირდებით ამ ადამიანებს,რა ვაკანსიას თავაზობთ???

წარმოუდგენელია ასეთი ზეწოლა მოქალაქეებზე,რომელზეც ნოლი პასუხისმგებლობა გაქვს!

ძალადობა იგმობა როგორც ფიზიკური,ისე ფსიქოლოგიური და მორალური!

თუ პატრიოტი ხარ,იბრძოლე სწორედ,

არ შეუშალო ცხოვრება სხვას და არ შეაშლევინო ხელი მტერს!

ნუ იქნები შენივე ქვეყნის და მოქალაქის მტერი!

მშვიდობა ჩვენს საქართველოს, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს და არასდროს გადაუხვევს მარცხნივ!!!", - წერს მსახიობი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა