თეგებით ძიება

“მათ ეს გამოეპარათ...“ - ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი აქვს

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ადას­ტუ­რებს, რომ ბე­ლა­რუსს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი აქვს. ამის შე­სა­ხებ ბე­ლა­რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო “ბელ­ტა“ წერს.

“მე აქ ატო­მუ­რი ქო­ბი­ნე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნე, ათო­ბით. ბევ­რი წერს: “ოჰ, ხუმ­რო­ბაა, არა­ვის არა­ფე­რი შე­მო­უ­ტა­ნია“. შე­მო­ი­ტა­ნეს და ის ფაქ­ტი, რომ ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ხუმ­რო­ბაა, ნიშ­ნავს, რომ მათ ეს გა­მო­ე­პა­რათ“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ყვე­ლა მისი მტე­რი, “მე­გო­ბა­რი“ და მე­ტო­ქე გა­აფრ­თხი­ლა, რომ თუ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე ფეხ­საც კი და­ად­გა­მენ, პა­სუ­ხი მყი­სი­ე­რი იქ­ნე­ბა.

“მე არ გან­ვი­ხი­ლავ ბირ­თვულ ია­რაღს ან სხვა რა­მეს. ამა­ზე რუ­სებ­თან ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე შევ­თან­ხმდით, სა­ნამ ბირ­თვულ ია­რაღს დაგ­ვიბ­რუ­ნებ­დნენ. ჯერ კი­დევ არა ის ია­რა­ღი, რაც მათ მი­ვე­ცით. იქ იყო სტრა­ტე­გი­უ­ლი ია­რა­ღი და ეს არის ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი. თუმ­ცა, ალ­ბათ ხუთ­ჯერ უფრო ძლი­ე­რი ვიდ­რე ეს “ორეშ­ნი­კი“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა