რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან
პროტესტის მე-13 დღეს, პარლამენტის წინ მოქალაქეები ისევ იკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს, ასევე მოძალადეების დასჯასა და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხნის წინ გადაიკეტა. მოქალაქეები ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან.
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.