თეგებით ძიება

დემონსტრაციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის აკრძალვა - რას ითვალისწინებს რეგულაციები, რომელსაც პარლამენტი განიხილავს

მმართველი გუნდის ინიციატივით, ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ ქმედებებზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები ამოქმედდება. ერთ-ერთი რეგულაციის მიხედვით, დემონსტრანტებს საჯარო შეკრებებზე სხვადასხვა საშუალების გამოყენებით სახის დაფარვა აეკრძალებათ.

ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება. პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება დასაშვები. დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის გამოყენების უფლება არ ექნება. პიროტექნიკა აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს დაემატება როგორიცაა: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი.

მმართველ გუნდი ძალადობის პრევენციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამ მიმართულებით საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებაზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, ავსტრიაში დემონსტრაციების დროს ნიღბის ტარება იკრძალება, კანონის დარღვევა კი პირველ ჯერზე 6 თვით, განმეორებით შემთხვევაში - კი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გერმანიაში საჯარო თავყრილობებზე, მათ შორის დემონსტრაციების დროს, სახის დაფარვა აკრძალულია. კანონის დარღვევისთვის, აქაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, აქციის ის მონაწილეები, ვისი იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდება, შესაძლებელია 30 000 ევროთი დაჯარიმდნენ. შვედეთში დემონსტრანტებს ეკრძალებათ, სახის იმგვარად დაფარვა, რომ მათი იდენტიფიცირება გართულდეს. აკრძალვა ეხება არა მხოლოდ აქციებს, არამედ ისეთ შეკრებებსაც, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

ცვლილებებს ადმინისტრაციულ კოდექსში, რომელიც ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს, პარლამენტში დაჩქარებული წესით, მიმდინარე კვირაში განიხილავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა