თეგებით ძიება
10. 12. 2024 მსოფლიო

გაერო სირიის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევის წინააღმდეგია - გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი

გაერო სირიის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახით დარღვევის წინააღმდეგია, – ასე უპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტის კითხვას ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშზე.

„ჩვენ ამ ტიპის თავდასხმების წინააღმდეგი ვართ. ვფიქრობ, ეს გარდამტეხი მომენტია სირიისთვის. მეზობელმა ქვეყნებმა არ უნდა გამოიყენონ ეს სიტუაცია სირიის ტერიტორიაზე შესაჭრელად“, – განუცხადა ჟურნალისტებს დუჟარიკმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მხოლოდ დროებით აკონტროლებს ბუფერულ ზონას ორ ქვეყანას შორის, ახალი რეჟიმის ჩამოყალიბებამდე, რათა ჯიჰადისტებმა ვერ შეძლონ ისრაელზე მუქარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა