ისრაელი არ აპირებს სირიის შიდა საქმეებში ჩარევას, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს სურს ურთიერთობების დამყარება სირიის მომავალ რეჟიმთან, თუმცა თავს დაესხმება, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ისრაელის სახელმწიფოს.
„თუ ეს რეჟიმი ირანს ნებას მისცემს სირიაში აღადგინოს თავისი ყოფნა ან დაუშვებს ირანული იარაღის ან სხვა იარაღის „ჰეზბოლასთვის“ გადაცემას, ან თავს დაგვესხმება, ჩვენ ძლიერად ვუპასუხებთ და მძიმე საფასურს დავაკისრებთ. რაც წინა რეჟიმს დაემართა, ამ რეჟიმსაც [იგივე] დაემართება“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ აპირებს სირიის შიდა საქმეებში ჩარევას, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.