ლიბერალური ფაშიზმის მატარებელი ბოლო კილომეტრებს გადის და მათ შორის სალომეს ვაგონიც ჩაბმულია მანდ - სუბარი
მატარებელი ჩავლილია, არა მხოლოდ ზურაბიშვილის, არამედ ქვეყანაში არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მატარებელიც ჩავლილია. დამთავრდა უკვე ეს თამაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„სასოწარკვეთილი ადამიანების რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ არ ეგუება რეალობას, მაგრამ რეალობა ის არის, რომ არჩევნები უკვე დამთავრდა. დღეს პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი დავამტკიცეთ, შაბათს პრეზიდენტი იქნება არჩეული, ცხოვრება და აღმასვლა გრძელდება.
რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იღებს დაზიანებას - პოლიციელი, მოქალაქე. ცუდია, როდესაც ასეთი აქციები, რომელიც გრძელდება უკვე 10 დღეზე მეტია, გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, მაგრამ ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა მაინც გაგრძელდება. ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ეს არის ჩვენი მატარებელი, რომელიც მიდის წინსვლისკენ, ხოლო ლიბერალური ფაშიზმის მატარებელი ბოლო კილომეტრებს გადის და მათ შორის სალომეს ვაგონიც ჩაბმულია მანდ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.