თეგებით ძიება

"ამაზე დიდი ომი რაღა უნდა იყოს? ეს ჩემთვის ომია და ომზე მეტიც" - რას წერს ზურაბ შევარდნაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

"გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:

"ჩემთვის ეს უკვე ომია.. პირველად ვარ წინასაახალწლოდ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ მაქვს სამზადისი, რა თქმა უნდა არც არაფრის თავი და განწყობა.. ვუყურებ როგორ უღმერთოდ ექცევიან პოლიციელები ახალგაზრდებს, როგორ უსწორდებიან და ვფიქრობ ისინიც ხომ ქართველები არიან, ასე როგორ შეუძლიათ? სულ მგონია პირბადე რომ მოიხსნან შეიძლება ბევრი მომიტინგე და პოლიციელი ნათესავებიც აღმოვჩნდეთ, ჩვენ ხომ ძალიან ცოტანი ვართ. ასე გაშმაგებით, უსიყვარულოდ დავრევივართ ერთმანეთს და ამ უბედურებას ვაყურებინებთ ჩვენს მტერს რომლებიც ხარობს. ამაზე დიდი ომი რაღა უნდა იყოს? ეს ჩემთვის ომია და ომზე მეტიც.მტკივა, მტკივა უსაშველოდ მტკივა!", - წერს ზურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა