თეგებით ძიება

"ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ" - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

"რო­გორც ჩანს, მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი აქვს. თვი­თონ­ვე ამ­ბობს, არ მა­ლავს. ვინ წავა, ვნა­ხო­თო",- ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "სკამს ებღა­უ­ჭე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან გა­სუ­ლია“.

"რა­ღაც პოს­ტებს დებს უკვე. რო­გორც ჩანს, ეს მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი მას ისეთ რა­ღა­ცებს ალა­პა­რა­კებს, რაც მის მე­სი­ჯ­ბოქსშიც კი უკვე ნა­მე­ტა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მო­დით, ნუ­ღარ გან­ვსჯით, შე­ვუნ­დოთ. რო­გორც ჩანს, მარ­თლა რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს. აღარ მინ­და და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა, უკვე ისეთ კო­მენ­ტა­რებს აკე­თებს, ჩვენ არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს ამ მძი­მე ემო­ცი­ურ ფონ­ზე კი­დევ ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმა. გა­სა­გე­ბია, ადა­მი­ა­ნი სკამს ებღა­უ­ჭე­ბა ისე, რომ არც მა­ლავს, პრაქ­ტი­კუ­ლად, თვი­თონ ამ­ბობს, რომ სკამს ვე­ბღა­უ­ჭე­ბიო. დარ­ჩეს კო­ბა­ხი­ძე, დარ­ჩეს პარ­ლა­მენ­ტი, ოღონდ მეც დამ­ტო­ვე­თო. მერე თქვა, რომ არ­სად მივ­დი­ვა­რო. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან ისე­დაც გა­სუ­ლი იყო. მძი­მე ემო­ცი­ურ ფონ­ზე რა გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, უბ­რა­ლოდ, ერ­თა­დერ­თი, რა­საც ახერ­ხებს კი­დევ, ეს არის აგენ­ტუ­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მე­სი­ჯ­ბოქ­სი. იქ ახერ­ხებს ჩარ­ჩო­ში ჩაჯ­დო­მას, და­ნარ­ჩე­ნი სა­ერ­თოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან გა­სუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა