"ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში დაზიანებებით მიიყვანეს, სინამდვილეში მან ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი" - "ქართული ოცნება"
"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, სინამდვილეში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება"
"გუშინდელი საღამოდან ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს.
ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე“. ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა.
სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს" - განმარტავენ პარტიაში.