თეგებით ძიება

თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხის შემცველი, თურმე ეს დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, მოგვჩვენებია - მამუკა მდინარაძე

"ჩვენ, ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უნდა და­ვიც­ვათ ისე­თი ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის­გან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თურ­მე პი­რო­ტექ­ნი­კა არ ყო­ფი­ლა საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი, თურ­მე არ აზი­ა­ნებს, თურ­მე ეს დამ­წვრო­ბა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა კი არ ყო­ფი­ლა, არა­მედ, მოგვჩ­ვე­ნე­ბია ჩვენ ყვე­ლას", - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტი პი­რო­ტექ­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ებს მი­ი­ღებს.

"რო­დე­საც სა­ხე­ში ეს­ვრი­ან პო­ლი­ცი­ელს, სა­მარ­თალ­დამ­ცველს პი­რო­ტექ­ნი­კას, ცე­ცხლს და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბებს იღე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, გა­მოწ­ვე­ვა დგე­ბა დღის წეს­რიგ­ში, რომ ამის­გან უნდა და­ვიც­ვათ სა­ხელ­მწი­ფოც, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც და ის ხალ­ხი, ვინც თა­ვის სამ­შობ­ლოს და სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­ლუ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. მაგ­რამ აქ სამ­შობ­ლოს მსა­ხუ­რე­ბა­ში არ არის მარ­ტო საქ­მე, ჩვენ ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უნდა და­ვიც­ვათ ისე­თი ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის­გან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თურ­მე პი­რო­ტექ­ნი­კა არ ყო­ფი­ლა საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი, თურ­მე არ აზი­ა­ნებს. ეს დამ­წვრო­ბა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა კი არ ყო­ფი­ლა, არა­მედ, ეს მოგვჩ­ვე­ნე­ბია ჩვენ ყვე­ლას და თურ­მე არა­ფე­რი არ არის. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა წა­რუშ­ლე­ლი ია­რე­ბის­თვის გა­წი­რეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამას დაც­ვა სჭირ­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მოწ­ვე­ვის შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტი შე­სა­ბა­მის ნორ­მას მი­ღებს,“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მან ასე­ვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი პრაქ­ტი­კა ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­შია მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, და­ნი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში.

ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მმარ­თველ გუნდს ექ­ნე­ბა „გარ­კვე­უ­ლი და­ზღვე­ვა, რომ მე­დი­ამ სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ა­ხერ­ხოს მუ­შა­ო­ბა ისე, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაბ­რკო­ლე­ბე­ბი არ შე­ექ­მნას“.

"მსგავ­სი აკ­რძალ­ვე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ას და იმას, რომ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს. ამ მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მუ­შავ­და ქარ­თუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტიც,“ - აცხა­დებს მდი­ნა­რა­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა