თეგებით ძიება

უკრაინას შევთავაზეთ შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა, სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს აშკარად გამორიცხა - ორბანი

უკრაინას შევთავაზეთ შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა, სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს აშკარად გამორიცხა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირის თავმჯდომარეობის დასასრულს, უნგრეთმა ახალი ძალისხმევა გაიღო მშვიდობისთვის. ჩვენ შევთავაზეთ შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა. სამწუხაროა, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს აშკარად უარყო და გამორიცხა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო!“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ დგამს ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანის ამ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა – „ყველას იმედი გვაქვს, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში ასადს არ დაურეკავს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბარი უკრაინის გარეშე არ შეიძლება“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა