თეგებით ძიება

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

გავ­რცელ­და ინფორმაცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა დუტა სხირტლა­ძემ და­ტო­ვა. „ამბები.ჯი“ დუტა სხირტლა­ძის მეუღლეს მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვილ­ს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, ნამ­დვი­ლად და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი" - თქვა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­უღ­ლემ.

ბოლო დღე­ებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სხირტლა­ძე მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებს ყო­ველ­დღი­უ­რად ეს­წრე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წერ­დნენ, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იუ­მო­რის­ტის პო­ზი­ცი­ით, რო­მე­ლიც აქ­ცი­ებს ეს­წრე­ბო­და და ამა­ვე დროს „იმედ­ში“ რჩე­ბო­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ტო­ვე­ბამ­დე, მსა­ხი­ობ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი და­წე­რა, სა­დაც 18 წლის ახალ­გაზ­რდის და­კა­ვე­ბას და მის­თვის 12 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯას აპ­რო­ტეს­ტებს. თუმ­ცა ამ სტა­ტუს­ში არ­ხის და­ტო­ვე­ბა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

„ბავ­შვია, ბიჭო!!! ბავ­შვი­ი­ი­იი!!! გა­მო­უშ­ვით!!! ჩემი მხარ­და­ჭე­რა შენ, კარ­გო ბიჭო და ყვე­ლას ვინც ამ დღე­ებ­ში უმო­წყა­ლოდ სცე­მეს (მათ შო­რის ჩემი უმ­ცრო­სი კო­ლე­გე­ბიც). პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭებს. ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპე­რა­ტო­რებს. ქვე­ყა­ნა ამა­თია. შვი­ლე­ბი­საა.

ვი­ღა­ცე­ბი "ბან­დერ­ლო­გებს" უწო­დე­ბენ. აი, ამათ. ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ახალ თა­ო­ბას. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. ამთი გო­ნე­ბა რომ მოგ­ცათ მა­გი­ნებ­ლებს - ისე შეგრცხვე­ბო­დათ სა­კუ­თა­რი თა­ვის. თუ არ გჯე­რათ - გა­ბე­დეთ და და­ე­ლა­პა­რა­კეთ. ნე­ბის­მი­ერს. თუმ­ცა რაზე უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოთ... ბავ­შვე­ბი, შვი­ლე­ბი, ახა­ლი თა­ო­ბა - ესაა ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი. ამათ ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვა. ვერც ვე­რა­ვინ მო­რე­ვია. ვე­რას­დროს.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა