"გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ პატიებას გთხოვთ!" - მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და
"დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა ,,ოჯახის სიწმინდე!" მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით რაც ხდება. ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტიურად ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში!
ამიტომ უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო!
მადლობა ყველა ადამიანს, ჩემს სტუდენტებს, რომ იბრძვით სამშობლოს თავისუფლებისთვის, ხართ თავგანწირულები და გიყვართ ერთმანეთი! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოროტების მხარეზე მდგომი, გზააბნეული ოჯახის წევრებიც დავიხსნათ სამშობლოსთან ერთად, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარს, მაგრამ სისტემამ წაგვართვა”, - წერს სოციალურ ქსელში მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და, ელენე ცაცუა.
ცნობისთვის, მანუჩარ ცაცუა 2014 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2017 წელს უვადოდ გამწესდა. ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეებს შორის ცაცუა ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად ეწერება აქციაზე დაკავებული პირების საქმეები. მან ბოლო დღეების განმავლობაში, აქციაზე დაკავებულ რამდენიმე პირს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.