"ჩვენი ქვეყანა, საქართველო, განსაცდელის წინაშე დგას და მე ვიცი, მჯერა, რომ..." - რა თქვა მეგი გოგიტიძემ მოსკოვში გამართულ კონცერტზე (ვიდეო)
მომღერალმა მეგი გოგიტიძემ 10 დეკემბერს მოსკოვში კონცერტი გამართა. როგორც ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რუსეთში ქართულ დიასპორას შეხვდა.
კონცერტიდან კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართულ და რუსულ ენებზე საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ "ყველაფერი კარგად იქნება".
"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ წუთას ჩვენი ქვეყანა, საქართველო, განსაცდელის წინაშე დგას და მე ვიცი, მჯერა, რომ ის ისე გაივლის, ღირსეულად ამ განსაცდელს, როგორც უფლისთვის იქნება სათნო.
ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს მეგი გოგიტიძე.