თეგებით ძიება

და­აგ­ვი­ა­ნეს უკვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნაც­მა­ი­და­ნი“ არ მოხ­დე­ბა, იქ დგო­მით დროს ტყუ­ი­ლად ნუ და­კარ­გა­ვენ, არ გა­ცივ­დნენ - ზარქუა ევროპარლამენტარების ვიზიტზე

გა­და­ე­ცით, რომ და­აგ­ვი­ა­ნეს უკვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნაც­მა­ი­და­ნი“ არ მოხ­დე­ბა, იქ დგო­მით დროს ტყუ­ი­ლად ნუ და­კარ­გა­ვენ, არ გა­ცივ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ჩა­მო­სუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ნაც­სექ­ტის“ და­მა­ტე­ბა არი­ან, ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, უსამ­შობ­ლო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რონ“.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი დღეს მო­რი­გი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბი­ან, ხომ იცით, ვინც არი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს გა­შა­ვე­ბით რომ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. რე­ზო­ლუ­ცი­ას რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე იღე­ბენ, რომ თურ­მე სა­ა­კაშ­ვილს ვკლავთ, ჯი­გა­რი კი იცით, ემუქ­რე­ბა კი­დეც გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს და იქი­დან მო­ძღვრავს რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს, მშვე­ნივ­რად არის. მე­ო­რე ევ­რო­რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩაგ­ვი­წე­რეს, რომ თურ­მე კე­ზე­რაშ­ვი­ლი არის მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რი. აი, ასე­თი უსა­მარ­თლო რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ არც გვა­ინ­ტე­რე­სებს მათი აზრი, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ნაც­სექ­ტის“ და­მა­ტე­ბა არი­ან, ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, უსამ­შობ­ლო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რონ. მი­ლე­ვად რე­ჟიმ­შია, გა­და­ე­ცით, რომ და­აგ­ვი­ა­ნეს უკვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნაც­მა­ი­და­ნი“ არ მოხ­დე­ბა, იქ დგო­მით დროს ტყუ­ი­ლად ნუ და­კარ­გა­ვენ, არ გა­ცივ­დნენ. ამას სჯო­ბია ისევ ჩვე­ნი კულ­ტუ­რა ნა­ხონ, გა­ი­ა­რონ სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, ხალ­ხს შეხ­ვდნენ, და­ე­ლა­პა­რა­კონ და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ამ უსამ­შობ­ლო­ებს და­საყ­რდე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, ზარ­ქუ­ამ ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უსს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ "მის­მა კო­ლე­გებ­მა მი­იჩ­ნი­ეს, რომ არ არის მისი საქ­მე პო­ლი­ტი­კა და კოს­მო­სის შემ­სწავ­ლე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უშ­ვეს“.

"კუ­ბი­ლი­უ­სი ხომ არ და­ტო­ვეს? კუ­ბი­ლი­უს, აქაც კი მოგ­ტე­ხეს, ჩემო ძმაო. სწო­რია, ადრე ჩვენ გვა­მუ­ნა­თებ­დი, არა­რე­ა­ლურ, არა­ა­დეკ­ვა­ტურ რა­ღა­ცებს გვი­წერ­დი ევ­რო­რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, მახ­სოვს, მო­წო­დე­ბე­ბიც. თქვენ­მა კო­ლე­გებ­მა მი­გიჩ­ნი­ეს, რომ არ არის თქვე­ნი საქ­მე პო­ლი­ტი­კა და კოს­მო­სის შემ­სწავ­ლე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გიშ­ვეს. იქ არის თქვე­ნი ად­გი­ლი, კოს­მო­სი შე­ის­წავ­ლეთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს შო­რის შეხ­ვედ­რა უკვე შედ­გა. ამ წუ­თებ­ში კი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი შეხ­ვედ­რას პრე­ზი­დენ­ტთან მარ­თა­ვენ. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, შეხ­ვედ­რა ასე­ვე და­გეგ­მი­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და მე­დი­ას­თან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა