„საპატრიარქომ უყურა ნაცემ ბავშვებს, დაჭერილ ახალგაზრდებს, გამწარებულ დედებს და მხოლოდ ივანიშვილის ფიტულის დაწვა დაინახა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და წერს:
„საპატრიარქომ უყურა ნაცემ ბავშვებს, დაჭერილ ახალგაზრდებს, გამწარებულ დედებსაც უყურა, დაკავებულების დამცირებას და ძარცვასაც.
ნიღბიანები რომ ქაშვეთში შევარდნენ ამასაც , სახლის კარებამდე მისულ სპეცრაზმელებსაც და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფიტულის დაწვა დაინახა.
ვიფიქრებდი, რომ ფიტულების დაწვაზე რეაგირებენ მაგრამ გამახსენდა, იგივე ვერ დაინახეს 2012ში.
გარუსებული ქართველი უფრო საშიშია, ვიდრე რუსი თავად.“