თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტის წინ სახელოვნებო და აიტი სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში სახელოვნებო და აიტი სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა იმართება. ისინი რუსთაველიდან მელიქიშვილის გავლით, ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შემდეგ მერიასთან, ბოლოს კი პარლამენტის წინ მივიდნენ  და საავტომობილო გზა გადაკეტეს. 

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც - "კონსერვატორია არ დაკონსერვდება", "თავისუფლება ანრი კაკაბაძეს".

დემონსტრანტებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ, მსვლელობისას ვხედავთ სხვადასხვა შინაარსის ბანერებსაც.

"გვინდა ევროპული კურსი. ჩვენი სფერო ისეთია, რომ რაც საუკეთესო მოხდება - ფიქსირდება ევროპაში და ჩვენც მათგან ვიღებთ და ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს კურსი იყოს ჩვენი ქვეყნის, უდანაშაულოდ დაჭერილი ხალხი იყვნენ გათავისუფლებულნი და ევროპისკენ წავიდეთ“, - აცხადებს IT სპეციალისტი მიხეილ ბერიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა