თეგებით ძიება

მამა გაბრიელის საფლავის მცველი, დედა სიდონია (ხუხუნაიშვილი) გარდაიცვალა

სამთავროს დედათა მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სტატუსშია ნათქვამი, 12 დეკემბერს ყველასათვის საყვარელი, დედა სიდონია გარდაიცვალა.

დედა სიდონია წლების განმავლობაში მამა გაბრიელის საფლავის მცველიც კი გახლდათ და დაინტერესებულ პირებს წმინდანების შესახებ უყვებოდა

"დღეს, 12 დეკემბერს ღვთივ განისვენა და ცათა სასუფეველს შეერთო სამთავროს მონასტრის მონოზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი). ერში ღვაწლმოსილმა პედაგოგმა (მცხეთის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი), რომლის ხელშიც მრავალმა თაობამ გამოიარა, მონოზვნად შედგომა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა, თუმცა ამის მიუხედავად ენერგიულად განაგრძო სამონასტრო საქმიანობა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე განსაკუთრებით უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი, ამიტომ დიდი პასუხისმგებლოებით ასრულებდა მონასტრის მუზეუმში გიდის მორჩილებას. ხშირად გადაუღიათ ფილმებშიც, სადაც სამთავროს მონასტრის ისტორიისა და აქ მოღვაწე წმიდანების შესახებ საუბრობდა.

დიდად გაიხარა, როდესაც მონოზვნად აღკვეცისას სიდონია უწოდეს. ამბობდა: ისიც მცხეთელი იყო და ამიერიდან, მეც სიდონია მცხეთელი დამიძახეთო. ბოლომდე გონებამახვილ, კულტურულ, საზრიან ადამიანად დარჩა. ღმერთმა გაანათლოს მისი უკდავი სული და საკმევლად გააყოლოს სიკეთეები, რაც ამ ქვეყნად უკეთებია. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. ამინ." - ნათქვამია 

სამთავროს მოანსტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა