აქციებზე მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისთვის სოციალური ქსელი შეიქმნა
საპროტესტო აქციებზე მომხდარი მოვლენების შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის ახალი სოციალური ქსელი, MNT შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარონ.
აპლიკაციის შემქმნელი, ნიკა შელია წერს, რომ აპლიკაცია დეზინფორმაციასა და ბოტების გავრცელებულ ცნობებს ფილტრავს, რაც მომხმარებლების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებით ახერხებს.
ამის შესახებ შელია LinkedIn-ზე წერს.
"შეიქმნა ქართული სოციალური ქსელი რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, აქციაზე, პარლამენტთან ან სხვა ლოკაციებზე მომხდარ მოვლენებზე მიიღონ გაუფილტრავი ინფორმაცია, პირდაპირ მოქალაქეებისგან და არა მედია საშუალებებისგან, რომლებიც წლების მანძილზე აშუქებენ დეზინფორმაციას და რუსულ ნარატივს.
პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა აპლიკაციაში მხოლოდ შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ მობილურით. ამით გაიფილტრება ის რუსული/ჩინური ბოტები რომლებიც სხვადასხვა ძალებით ცდილობენ Facebook, TikTok ზე ან X ზე დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელებას ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე.
აპლიკაციის კოდი არის სრულიად ღია და ყველას შეუძლია კონტრიბუცია!" - წერს შელია.
ტაბულა