თეგებით ძიება
12. 12. 2024 მსოფლიო

რუსეთი ემზადება გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის - დროა, ჩვენი თავდაცვითი წარმოება და თავდაცვითი ხარჯები გავზარდოთ - მარკ რუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი არ არის მზად იმ საფრთხეებისთვის, რომლის წინაშე დადგება უახლოეს წლებში რუსეთის მხრიდან და აღნიშნა, რომ დროა ალიანსი გადავიდეს ომისდროინდელ აზროვნებაზე.

მისი თქმით, ნატოს წევრები თავდაცვაზე მშპ-ს 3%-ზე მეტს ხარჯავდნენ ცივი ომის დროს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამომავლო ხარჯები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამინდელი 2%.

„რუსეთი ემზადება გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის უკრაინასთან და ჩვენთან. ჩვენ მზად არ ვართ იმისთვის, რაც გველოდება 4-5 წელიწადში“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„დროა გადავიდეთ ომისდროინდელ აზროვნებაზე და გავზარდოთ ჩვენი თავდაცვითი წარმოება და თავდაცვითი ხარჯები“, - განაცხადა მარკ რუტემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა