თეგებით ძიება
12. 12. 2024 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომში ორივე მხარის დანაკარგები მილიონს აჭარბებს - ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ორივე მხარის დანაკარგები მილიონს აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ორივე არმიის ყოველკვირეული დანაკარგები, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, 10 ათასზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს.

„ყოველ კვირას უკრაინაში ყველა მხრიდან 10 ათასზე მეტი დაღუპული და დაჭრილია. 2022 წლის თებერვლიდან დანაკარგები მილიონზე მეტია. პუტინი ცდილობს უკრაინის რუკიდან წაშლას“, - აღნიშნა მარკ რუტემ.

მან დააზუსტა, რომ რუსეთის დანაკარგებმა 700 ათას ადამიანს მიაღწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა