თეგებით ძიება

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ევროპარლამენტარები მივიდნენ

ევრპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ.

მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ.

ასევე ისმოდა შეძახილები: “საქართველო, საქართველო!”.

საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

წყარო: ინტერპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა