თეგებით ძიება

"იესო დაწვეს? რას ატყუებთ ხალხს?...ხალხის გვერდით უნდა იდგეთ" - აქციის მონაწილეები სასულიერო პირებს

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები იქ მყოფ სასულიერო პირებს, ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფება მამა შალვა კეკელიაც, რომელსაც მოქალაქეებმა ასე მიმართეს: "იესო დაწვეს? რას ატყუებთ ხალხს? თქვენ ხართ მატყუარები, თქვენ ხალხის გვერდით უნდა იდგეთ".

"ვაპროტესტებთ, საშინელებაა, ადამიანის ცემაზე ცუდი არაფერი არაა, ვინც ადამიანზე ხელს აღმართავს, არის ღვთის გმობა, ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც... ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ერისთვის. მერე რომ დასჭირდებათ მღვდელი, ისევ ჩვენ გვეძახიან, რო გარდაეცვლებათ შვილი ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?  გაგვანადგურეთ მაშინ, ეგ იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს, რატო გვიყვირივართ ეკლესიას... " - - ამბობს სასულიერო პირი.

შელაპარაკება ვაკის სამების ტაძართან მოხდა, სადაც მამა შალვა კეკელია მსახურობს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ დაინახეს, რომ სასულიერო პირები საპროტესტო მსვლელობას შორიდან უყურებდნენ და მათგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს. ამის შემდეგ, სასულიერო პირები ქუჩაში გამოვიდნენ.  

ჭავჭავაძეზე ამ წუთებში HR -ების, PR სპეციალისტებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა მიმდინარეობს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა