თეგებით ძიება

ყველას გააზრებული აქვს, რომ ან ახლა, ან დამთავრდა - გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძე თბილისის ქუჩებში მიმდინარე გაფიცული ხელოვანების საპროტესტო მსვლელობაზე იმყოფება - მსახიობი მიიჩნევს, რომ დღეს თითოეულ მოქალაქეს კარგად აქვს გააზრებული, რომ თუ პროტესტი შეწყდება, მაშინ ყველაფერი ევროპული საბოლოოდ დამთავრდება. 

"დღეს უკვე ყველამ ყველაფერი იცის. თავიანთი ამომრჩეველი ვინც ჰყავდათ, ისინიც შეცოტავდნენ არჩევნების მერე. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის აქციებს. ყველას გააზრებული აქვს, რომ ან ახლა, ან დამთავრდა. ამათი რეპრესიები, კრიმინალური პოლიციის ერთობლივი ნამუშევრები, რასაც ყოველ ღამე ვხედავთ, ეს გათვლა არის იმისთვის, რომ ხალხი ვინც აქციაზე ვართ, წავიდეთ ქვეყნიდან. უნდა, რომ დაიტოვოს ის ხალხი, ვისზეც გავლენა აქვს. დანარჩენი საქართველო აღარ უნდა, რომ არსებობდეს, ვერ მივართმევთ ამას ვერანაირად", - ამბობს გიორგი მახარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა