თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტის წინ მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი სრულად აქვთ გადაკეტილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

თბილისში, უკვე რამდენიმე საათია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობებს მართავენ. ბოლო წერტილი პარლამენტია, სადაც ისინი  აქციას შეუერთდებიან. პიარ და IT ტექნოლოგიების სპეციალისტები, მწვრთნელები, შემოქმედებითი ინდუსტრიების, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სფეროების წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან და ვაკის პარკიდან დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. იმყოფებოდნენ გმირთა მოედანსა და მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მათი მსვლელობები გაერთიანდა.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა